მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში სატვირთო ავტოკოლონას დაეჯახა - არის მსხვერპლი (ვიდეო)

ავარია რუსეთში

4 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა მოსკოვის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად. სატვირთო ავტომობილი ავტობუსების კოლონას დაეჯახა, რომლითაც სამხედროები გადაჰყავდათ. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ავარია ნოვორიჟსკის ავტომაგისტრალზე მოხდა. 16 სამხედრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა მანქანა ვერ დაიმორჩილა, რის შედეგად შეჯახება მოხდა.

„ინტერფაქსის“ ცნობით, სატვირთომ 4 ავტობუსს ფაქტობრივად გადაუარა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

🔴 ავიაკატასტროფა რუსეთში - არიან დაღუპულები