მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში თვითმფრინავი თოვლში გადავარდა

მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-124“ („რუსლანი“) რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკის აეროპორტში ავარიული დაფრენისას ასაფრენ ბილიკს გასცდა და თოვლში გადავარდა. თვითმფრინავმა სერიოზული დაზიანება მიიღო. ბორტზე მყოფი ადამიანები არ დაშავებულან. ამის შესახებ BBC იუწეყბა. 

თვითმფრინავი ნოვოსიბირსკიდან ვენაში მიფრინავდა, მაგრამ აფრენიდან რამდენიმე წუთში ხომალდის მეთაურმა დისპეჩერებს აცნობა, რომ თვითმფრინავს სერიოზული ტექნიკური პრობლემები დაუფიქსირდა და ის ისევ ნოვოსიბირსკის აეროპორტში დაბრუნდა.

თვითმხილველები იუწყებიან, რომ დაშვებისას თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს ბოლი ასდიოდა და იქიდან რკინის ნაწილები სცვიოდა.

სატრანსპორტი თვითმფრინავი „ან-124“-ის („რუსლანის“) წარმოება 1980-იანი წლებში დაიწყო. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატრანსპორტო ავიალაინერია.