მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ზამთრის კურორტზე ზვავმა 5 სახლი მოიყოლა (ვიდეო)

რუსეთში ზამთრის კურორტზე ზვავმა 5 სახლი მოიყოლა

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნორილსკის სათხილამურო კურორტზე ხუთი სახლი ზვავმა დაფარა.

სამთო სათხილამურო კომპლექსის "გორა ოდელნაიას "მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, შედეგად 5 სახლი დაიფარა თოვლით. სახლებში იყვნენ მაცხოვრებლებიც, მათი რიცხვი დაუზუსტებულია", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის დეპარტამენტში.

არსებობს წყაროს მოსაზრებაც, რომ თოვლის მასის ქვეშ, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ბავშვი.

ზვავის მოცულობა ჯერ კიდევ უცნობია, ადგილზე სასწრაფო და სამაშველო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებულნი. ინფორმაციას რუსული გამოცემა „ინტერფაქსი“ ავრცელებს.