მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელეს

ჰაკერები ისევ აშშ-ის სერვერებს თავს დაესხნენ

რუსი ჰაკერების ჯგუფმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროზე კიბერშეტევა განახორციელა და უწყების სერვერზე წვდომა მოიპოვა. ჰაკერები, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობასთან არიან დაკავშირებულები. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო (DHS) საკმაოდ დიდ სტრუქტურაა, რომელიც საზღვრის დაცვაზე და კიბერუსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ცოტა ხნის წინ ამ უწყებას COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხო გავრცელებაზე პასუხისმგებლობა დაევალა.

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერები თავს დაესხნენ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს სერვერს და სამინისტროსა და კომუნიკაციების ფედერალური სააგენტოს შიდა მიმოწერაზე წვდომა მოიპოვეს. მაშინაც აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა

🔆 ტრამპმა კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლა