მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული დაზვერვა საქართველოსა და უკრაინას ბელარუსში ექსტრემისტების გაგზავნაში ადანაშაულებს

რუსული დაზვერვის ბრალდება

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური (CIA) საქართველოსა და უკრაინაში ექსტრემისტებს ამზადებს ბელარუსში მათი შემდგომი გაგზავნის მიზნით. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იუწყება.

„აშშ ბინძურ მეთოდებს იყენებს ბელარუსში სიტუაციის გასამწვავებლად. მათ საპროტესტო გამოსვლებში ექსტრემისტების ჩართვა აქვთ გადაწყვეტილი, რისთვისაც მიმდინარეობს მათი მომზადება საქართველოში, უკრაინაში, პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში. ექსტრემისტებს CIA-ის და პენტაგონის ინსტრუქტორები ამზადებენ“ - განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა.

ამავე განცხადების მიხედვით, ვაშინგტონი ბელარუსის საქმეებში ჩასარევად ვატიკანს იყენებს. „აშშ ბელარუსის საპროტესტო გამოსვლებში კათოლიკი მღვდელთმსახურების ჩართვას ცდილობს, რათა მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენელთა შორის დაპირისპირება მოხდეს“ - აცხადებენ რუსეთის დაზვერვაში.