მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული მედია: საქართველოში ანტირუსული აქციების ლიდერს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

რუსული მედია მელიას დაკავებაზე

რუსული მედია საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. „პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში მასიური ძალადობის მოწყობაშია ეჭვმიტანილი“ - წერს გამოცემა „ვზგლიადი“. გამოცემის ინფორმაციით, მელიას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„ვზგლიადი“ წერს, რომ მელიას დაკავება 17 თებერვალს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა, რადგანაც მელიამ გირაოს თანხა არ გადაიხადა.

მელიას მომხრეებმა პოლიციისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ და პოლიციელებს „რეჟიმის მონებს“ უწოდებდნენ. პარტიის ათამდე მომხრე ასევე დაკავებულია.

მელიას დაკავების შემდეგ თბილისის ყოფილმა მერმა, ოპოზიციის წარმომადეგნელმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ბრძოლა იქნება უკომპრომისო, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა მომხდართან დაკავშირებით და საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით შეშფოთება გამოხატეს.

„მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ინდულგენცია არ არის და კანონის წინაშე ყველა თანაბარია“ - წერს „ვზგლიადი“.

🔅 „არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე

🔅 ნიკა მელიას დაკავება გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე დღეში მოხდა - Reuters