მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

RYANAIR ზამთარში ფრენებს 40%-ით შეამცირებს

Ryanair-ის გეგმები ზამთრის სეზონზე

ირლანდიური ავიაკომპანია RYANAIR ზამთრის სეზონზე ფრენებს 40%-ით შეამცირებს. ამის მიზეზი ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ შემოღებული შეზღუდვები გახდა. კომპანია ფრენების შენარჩუნებას 70%-ის ფარგლებში გეგმავდა, მაგრამ საბოლოოდ ნოემბერ-მარტში მგზავრთა ბრუნვის 65%-ის ფარგლებში შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

RYANAIR-ი იძულებულია ზამთრის პერიოდში დახუროს თავისი ბაზები ტულუზაში, ქორქაში და შენონში.

ბაზების დახურვის და ავიამიმოსვლის ინტენსივობის შემცირების შედეგად კომპანია იძულებული იქნება თანამშრომლები შეამციროს, ხოლო ზოგი - უხელფასო შვებულებაში გაუშვას. ასევე, შესაძლოა, კომპანიაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურების შემცირებაც გახდეს აუცილებელი.

„სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენმა კომპანიამ მგზავრთა გადაყვანა გაზარდა წინა თვეებთან შედარებით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში 38 მილიონი მგზავრის გადაყვანას შევძლებთ“ - განაცხადა Ryanair-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა მაიქლ ო’ლირიმ.

ამასთანავე, მისი განცხადებით, თუ შეზღუდვები გამკაცრდა, ეს კომპანიის საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება და შემოსავლის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შემცირება იქნება მოსალოდნელი. ო’ლირი ამბობს, რომ მსოფლიოში Covid 19-თან დაკავშირებული სიტუაცია კვლავ არასტაბილურია.