მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს

მესამე პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესაძლოა ვიცე-პრემიერის პოსტზე დაინიშნოს. ამის შესახებ ინფრომაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც, გამოცემა OBOZREVATEL-ს პარტია "ხალხის მსახურთა" წვერმა ევგენი კრავჩუკმა განუცხადა, სააკაშვილის კანდიდატურა პარლამენტის ფრაქციის ფორმატში განიხილება. მისი კანდიდატურას კი კენჭს 24 აპრილს უყრიან.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებობს კითხვები მიხეილ სააკაშვილთან და ჯერჯერობით მან პარლამენტში დეპუტატებს უნდა უპასუხოს.