მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სად შეიძლება ჩამოვარდეს ჩინური რაკეტა - პროგნოზი

სად ჩავარდება ჩინური რაკეტა

ჩინური რაკეტა Long March-5B Y2, რომელმაც მართვა დაკარგა და დედამიწის ატმოსფეროში შევა, სავარაუდოდ, დაიწვება და საფრთხეს არ შექმნის. ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთანავე, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რაკეტის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილის დადგენა შეუძლებელია, სანამ რაკეტა ატმოსფეროში არ შევა.

ასტრონომების განცხადებით, დიდი ალბათობაა, რომ რაკეტა ოკეანეში ჩავარდეს, რადგანაც დედამიწის ზედაპირის 70% ოკეანით არის დაფარული.

ამჟამად არსებული ორბიტის მიხედვით, რაკეტის ნამსხვრევები, შესაძლოა, ნიუ- იორკში, მერილენდში, პეკინში, ჩილეში ან ახალ ზელანდიაში დაეცეს. უფრო დიდი ალბათობაა, რომ ის წყალში ჩავარდეს.