მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში პანდემიის დროს ჩარჩენილი აზერბაიჯანელები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოში პანდემიის დროს ჩარჩენილი აზერბაიჯანელები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოში პანდემიის დროს ჩარჩენილი აზერბაიჯანის 218 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. ისინი სამშობლოში „წითელი ხიდის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით დაბრუნდნენ. ამის შესახებ გამოცემა apa.az იუწყება.

რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანებმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარეს. შესაბამისად მათ აზერბაიჯანში ჩასვლის შემდეგ კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

საერთო ჯამში საქართველოდან აზერბაიჯანის 2 ათასზე მეტი მოქალაქე გაიყვანეს. პროცესი აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება.

🛑 მედია: კორონავირუსის ჩინური ვაქცინა ბავშვებისთვის უსაფრთხოა

🛑 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა