მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის აღიარების რეზოლუცია მიიღო

საფრანგეთის სენატის რეზოლუცია

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას 305-მა ფრანგმა სენატორმა დაუჭირა მხარი, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შესახებ globalnews.ca იუწყება. 

ამ ფაქტს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ისტორიული“ უწოდა. „არცახის დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილი ხდება“ - დაწერა ფაშინიანმა ფეისბუქში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია. „რეზოლუცია პროსომხური დეპუტატების მიერ იყო ინიცირებული. დოკუმენტს იურიდიული ძალა არა აქვს, მაგრამ პოლიტიკურად ის საფრანგეთის, როგორც მოლაპარაკების პროცესის შუამავლის როლს ეჭვქვეშ აყენებს“ - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს. სამინისტროს მდივნის ჟან ბატისტ ლემუანის განცხადებით, საფრანგეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აღიარება არც სომხეთის, არც ყარაბაღის მოსახლეობის, არც ევროპის და არც ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა მონაწილეთა ინტერესებში არ შედის.

საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მისი შესრულება სავალდებულო არ არის.