მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეაჩერე მოპარვა!“ - 6 იანვარს ტრამპის მომხრეები არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ

პენსილვანიის სასამართლომ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, 6 იანვარს, ვაშინგტონში მისი მომხრეების მასშტაბური შეკრება გაიმართება. 

ტრამპი Twitter-ის საშუალებით ამომრჩევლებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია.

მისივე თქმით, აქციაზე არჩევნებში გამარჯვების მტკიცებულებებს წარადგენს. ტრამპის მომხრეების შეკრება აშშ-ის დროით 11:00 საათზე დაიწყება. ღონისძიების შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

👉 ინფორმაციისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა.

👉 არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბაიდენმა ტრამპი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა

👉 აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა

👉 დონალდ ტრამპი: ბაიდენი პრეზიდენტი ვერ იქნება