ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა უზენაესი სასამართლოს ორი ქალი მოსამართლე მოკლეს.
მოკლულთა ვინაობა ჯერ არ დასახელებულა, დაჭრილია მძღოლიც. თავდასხმა დილის 8:30 საათზე მოხდა, განაცხადა პოლიციამ და დასძინა, რომ მიმდინარეობს საქმის გამოძიება. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი„ ავრცელებს.
თალიბანის სპიკერმა თქვა, რომ მისი მებრძოლები არ მონაწილეობდნენ.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმობილია თალიბანის და სხვა სამხედრო ჯგუფების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.
თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.