მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოიგუ: წვრთნები დასრულებულია, ჯარი ბაზებში დაბრუნდება

შოიგუ ჯარებზე

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით, დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქებში ბრძოლისუნარიანობის შემოწმების ღონისძიებები დასრულებულია. შეიარაღებული ძალები საკუთარ მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნდება. ამის შესახებ „ინტერფაქსი" იუწყება.

შოიგუს ინფრომაციით, ეს პროცესი 23 აპრილიდან დაიწყება. „1 მაისამდე 58-ე არმია, 41-ე არმია, 76-ე სადესანტო დივიზია და 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია მუდმივი დისლოკაციის პუნქტებში დაბრუნდება“ - განაცხადა შოიგუმ. მისი ინფორმაციით, მოულოდნელი შემოწმების დროს დაგეგმილი მიზანი შესრულებულია და „ჯარმა ქვეყნის დაცვის მაღალი შესაძლებლობები აჩვენა“.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან, დონეცკის და ლუგანსკის რაიონებთან, ასევე ყირიმში ძალთა კონცენტრაცია აპრილის დასაწყისიდან დაიწყო. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა აქ 120 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განათავსა. ექსპერტები უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის საფრთხეზე საუბრობდნენ. პარალელურად დაიძაბა მდგომარეობა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, სადაც პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების აქტიური დაბომბვა განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა.