მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოტლანდიაში მატარებელი რელსებიდან გადავარდა - არიან დაღუპულები

მატარებელი რელსებიდან გადავიდა

შოტლანდიაში, სტოუნჰეივენის მახლობლად, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია მძღოლი და ორი მგზავრი, აგრეთვე არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის თანახმად საავადმყოფოში 6 ადამიანია გადაყვანილი, თუმცა მათ სერიოზული დაზიანებები არ აქვთ.

წინასწარი შეფასებით, ინციდენტის მიზეზი ძლიერი წვიმების შედეგად განვითარებული მეწყერი გახდა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 30 ჯგუფი და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.