მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა (ვიდეო)

ეტნას ამოფრქვევა იტალიაში

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ამოფრქვევამდე რამდენიმე საათით ადრე დაახლოებით, 17 მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ  euronews.com იუწყება. 

ვულკანის ამოფრქვევის კადრებზე ჩანს, რომ მისი კრატერიდან ლავის „შადრევანი“ იფრქვევა. ამ „შადრევნის“ სიმაღლე რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევდა. კრატერის ფერფლი და კვამლი ატმოსფეროში 5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.

ვულკანს უამრავი სპეციალისტი აკვირდებოდა. მათ დააფიქსირეს, რომ კრატერის ნაწილი გაიხლიჩა, რის გამოც ლავა მთის ფერდობზე ორი მიმართულებით დაიძრა.

ეტნას ამოფრქვევამ ე.წ. ფერფლის წვიმა გამოიწვია, რის გამოც სიცილიის სანაპიროზე მდებარე ქალაქი კატანის ქუჩები, სახლები და ავტომობილები ფერფლით დაიფარა.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

🔆 წყალდიდობა თურქეთში - არიან დაღუპულები