მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სლოვაკეთმა 200 000 დოზა რუსული ვაქცინა Sputnik V მიიღო

სლოვაკეთში რურული ვაქცინა შემოიტანეს

სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში კორონავირუსის საწინააღმდეგო 200 000 დოზა რუსული ვაქცინა ჩაიტანეს. ინფორმაციას გამოცემა euronews-ი ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, სლოვაკეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანას ვაქცინის 200 000 დოზა უნდა მიეღო. ვაქცინის პირველი პარტიის მიწოდებამდე შესყიდვის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ საჯაროვდებოდა.

პრემიერ მინისტრ იგორ მატოვიჩის თქმით, სლოვაკეთი მომდევნო ორი თვის განმავლობაში კიდევ 1 მლნ დოზას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთი ევროკავშირში უნგრეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობის ასაცრელად რუსულ ვაქცინას იყენებს. როგორც ცნობილია, რუსული Sputnik V ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული არ არის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა