მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომეხი დეპუტატი - აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში ჯიჰადისტ ტერორისტებს იყენებენ

სომხეთის პარლამენტის წევრი

სომხეთის პარლამენტის წევრი ვააგნ ტევოსიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მთიან ყარაბაღში ტერორისტ-ჯიჰადისტებს იყენებს. ამის შესახებ გამოცემა verelq.am იუწყება.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ ყარაბაღში სირიელი „ბოევიკები“ იბრძოდნენ, რაზეც დაახლოებით ერთი წლის წინ რუსული მედია წერდა.

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროები მთიანი ყარაბაღის დაკავებულ რაიონებში შარიათის კანონების დამკვიდრებას ცდილობენ, ისინი ქალებს ქუჩაში ჰიჯაბის გარეშე გასვლას უკრძალავენ.

ტევოსიანი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მოსახლეობას და მაღაზიებს ძარცვავს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში მდგომარეობა 27 სექტემბერს უკიდურესად გამწვავდა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ შეტევის შედეგად მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის დაკავება შეძლო.