მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვართან სომეხი სამხედრო დაიღუპა

სომეხი სამხედრო დაიღუპა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სომეხი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

დაღუპული უმცროსი სერჟანტი ოვიკ თომაზიანია.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხურმა მხარემ „შესაბამისი ზომები მიიღო“.

15 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხური მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.

ყველაზე სერიოზული დაპირისპირება ბოლო წლებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღავრზე ა.წ. ივლისში მოხდა. მაშინ აზერბაიჯანის მხრიდან 12, ხოლო სომხეთის მხრიდან 4 სამხედრო დაიღუპა.