მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში 2020 წელს ეკონომიკურმა ვარდნამ 7,8% შეადგინა

სომხეთის ეკონომიკური ვარდნა

სომხეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2020 წელს ეკონომიკურმა ვარდნამ 7,8% შეადგინა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სომხეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მარტინ გასლტიანმა განაცხადა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

გასული წლის ბოლოს მთავრობა სომხეთის ეკონომიკის 7.2%-იან ვარდნას პროგნოზირებდა, თუმცა წლის ბოლოსთვის ეს მონაცემები პროგნოზით გათვალისწინებულზე უარესი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 2020 წელს 4,9% შეადგინა, ხოლო მსოფლიოში ეს რიცხვი საშუალოდ 3%-ს უდრის.

იხილეთ აგრეთვე:

☎️ აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება: სომხური მხრიდან ჩვენი მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა

☎️ მთიან ყარაბაღში კიდევ 15 სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს