მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კოვიდინფიცირების 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონა  სომხეთი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 711 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 21 717-მდე გაიზარდა.

აღნიშნულ მონაცემებს worldometers ავრცელებს. ამავე მონაცემების მიხედვით, ასევე ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდვირუსით გარდაცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 386-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში კოვიდ-19-სგან საერთო ჯამში 10 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 9 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო 5 მლნ-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდვირუსით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.