მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ და ქუჩებს კეტავენ

მოქალაქეები ქუჩებს კეტავენ

მოქალაქეები, რომლებმაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გადადგომის ვადა 8 დეკემბრის 12:00 საათამდე მისცეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ქუჩებს კეტავენ. ინფორმაციას armenpress ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოძრაობამ, რომელიც 16 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიისგან შედგება დაიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია და ქუჩების ბლოკირება.

მომიტინგეების მიზანი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა გახლავთ.

„სამშობლოს ხსნის მოძრაობამ“ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ ისინი ფაშინიანს დროს 8 დეკემბრის 12:00 საათამდე აძლევდნენ, რომელიც უკვე ამოიწურა, შესაბამისად მათ დაიწყეს მოქმედება.

აგრეთვე გამოცემის ცნობით, 17:00 საათამდე სომხეთის მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება აწარმოონ მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიები და ქმედებები, გამოთქვან თავიანთი პროტესტი და მოთხოვნა. შემდეგ კი ერევანში კორონავირუსის წი

🛑 ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ.

🛑 შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის ძალები განთავსდებიან. იმავე დღეს ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო.