მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში საკუთარი დრონების წარმოება იგეგმება

საკუთარი დრონები სომხეთში

სომხეთში საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება იგეგმება. Armenpress-ის ინფორმაციით, ამჟამად საფრენი აპარატები სახელმწიფო შემოწმებას გადის. 

როგორც პრესკონფერენციაზე მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა აკოპ არშაკიანმა განაცხადა, იგეგმება როგორც სადაზვერვო, ასევე მოიერიშე დრონების წარმოება. „საუბარია ათობით პროექტზე და ამ მხრივ ჩვენ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ“ - განაცხადა არშაკიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთში ჰაერსაწინააღმდეგო რადიოსალოკაციო საშუალებების წარმოებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. „ჩვენ ვმუშაობთ რადიოსალოკაციო სისტემების, ოპტიკური ხელსაწყოების, ლაზერული სისტემების წარმოებაზე. საუბარია ამ სისტემების გამოყენებაზე ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და, ასევე მისი ექსპორტირება" -_ განაცხადა მინისტრმა

მისივე ინფორმაციით, 2021 წელს სამხედრო მრეწველობისთვის სომხეთში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მლნ დოლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 თურქული მინი-დრონი - მფრინავი ტყვიამფრქვევი Songar (ვიდეო)

🔅 "ქართულმა დრონმა ჩვენი „საზღვარი“ დაარღვია" - ცხინვალი