მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაილანდში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ტაილანდში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ტაილანდში ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო მსვლელობების მონაწილეები მთავრობის გადადგომას, ახალი კონსტიტუციის მიღებასა და ოპოზიციის შევიწროვების შეწყვეტას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები, ძირითადად, სტუდენტები არიან. მათი ლოზუნგია „წინ მომავლისკენ“. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებმა ქვეყნის დედაქალაქის, ბანგკოკის ცენტრალური მოედნის ბლოკირება მოახდინეს, მათ დარბევას მთავრობა არ აპირებს, რადგანაც ამან შეიძლება კიდევ კიდევ უფრო დიდი პროტესტები გამოიწვიოს.

ტაილანდში ამჟამად კონსტიტუციური მონარქიაა. რეალურად კი ქვეყანას გენერალ პრაუტ ჩან-ოჩას მთავრობა მართავს, რომელიც ქვეყნის სათავეში 2014 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოვიდა.