მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტერაქტი ავღანეთში - არიან დაღუპულები

ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში ორი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ტერაქტი ქალაქ ბამიანში მოხდა. ორი ბომბი ქალაქის მთავარ ბაზართან იყო დამონტაჟებული. დაღუპულთა შორის 2 პოლიციელი და 12 მშვიდობიანი მოქალაქეა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ წლის ბოლომდე ავღანეთში მყოფ შეიარაღებული ძალების ორჯერ შემცირებას გეგმავს, აშშ-ის ამ გეგმას ნატოს ხელმძღვანელობა აკრიტიკებს, რომელიც ვაშინგტონს შეიარაღებული ძალების გაყვანის გადადებას სთხოვს, ვიდრე ავღანეთის ხელისუფლებასა და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებები არ დასრულდება.

გაეროს ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წელს ავღანეთში 6000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.