მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტერაქტის კიდევ ერთი მცდელობა საფრანგეთში

საფრანგეთში თავდასხმა

საფრანგეთის ქალაქ მონფავეში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელიც გამვლელებს პისტოლეტით ემუქრებოდა. ასევე ის „ალაჰუ აქბარ“ -ს ყვიროდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული პირი ნოტრ-დამის ეკლესიაში მყოფ პირებს თავს დაესხა. მან სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა ერთ-ერთ მსხვერპლს თავი მოჰკვეთა.

ქალაქის მერმა ქრისტიან ესთროზიმ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.