მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტომ კრუზი კოსმოსში გაფრინდება

ტომ კრუზი კოსმოსში გაფრინდება

ჰოლივუდელი ვარსკვლავი ტომ კრუზი ახალი ფილმის გადაღებისას კოსმოსში გაფრინდება. გამოცემა ScreenRant-ის ინფორმაციით, ექსპედიცია Crew Dragon-ის ხომალდით შესრულდება. კრუზის გარდა კოსმოსში მასთან ერთად ფილმის რეჟისორი დაგ ლაიმანი გაფრინდება.

ფილმის სახელწოდება ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ კოსმოსში ამ ფილმის სცენების ნაწილი იქნება გადაღებული.

კრუზთან და ფილმის რეჟისორთან ერთად ამერიკელი ასტრონავტი მაიკლ ელადიო და კიდევ ერთი მგზავრი გაფრინდება, რომლის ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ, ეს ფილმის ოპერატორი იქნება.

კოსმოსური სცენების გადაღება საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზეა დაგეგმილი.