მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი 2024 წელს პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს

ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. „ეს იყო ძალიან მაგარი 4 წელი. ჩვენ ვცდილობთ, რომ კიდევ 4 წლით დავრჩეთ, თუ ეს არ გამოვიდა, შევხვდებით 4 წლის შემდეგ“ - განაცხადა ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე. ამის შესახებ  nbcnews.com იუწყება. 

რამდენიმე დღის წინ გაზეთი New York Times წერდა, რომ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალური დადასტურების შემდეგ განაცხადებს. Daily Beast კი წერს, რომ ტრამპი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის ღონისძიებას ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ან იმავე კვირას გამართავს.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რომელმაც საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო. დონალდ ტრამპმა კი კოლეგიის 232 ხმა მოიპოვა.