მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი ამერიკაში მიგრანტების შესვლას კრძალავს

ამერიკის პრეზიდენტმა აშშ-ში შეზღუდვების მოხსნის გეგმა დააანონსა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს ქვეყანაში მიგრანტების შესვლის აკრძალვას მოაწეროს ხელი. ამის შესახებ ინფრომაცია მან სოციალური ქსელით გაავრცელა. მიზეზი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ამერიკელების ჯანმრთელობისა და მათი სამუშაო ადგილების დაცვაა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა აკრძალვა ძალაში და რამდენ ხანს გაგრძელდება. ამ დროისთვის ამერიკაში შესვლა ეკრძალებათ პირებს ევროპის უმეტესი ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, კანადადან, მექსიკიდან, ირანიდან და სამხრეთ კორეიდან.

ამერიკაში კორონავირუსის 800 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 42 000-ზე მეტი ადამიანი.