მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: არჩევნებში გავიმარჯვეთ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ტრამპმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აშშ-ის მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. არჩევნებამდე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობდა.

აშშ-ში ძალზე რთული საარჩევნო სისტემაა. ფაქტობრივად, ყოველი შტატის ამომრჩეველი ხმას პირდაპირ პრეზიდენტს კი არა, არამედ საარჩევნო წარმომადგენელს აძლევს, რომელიც შემდეგ უკვე პრეზიდენტს ირჩევს. შესაბამისად, თითოეულ შტატში მინიმალური უპირატესობით მოგების შემთხვევაშიც კი კანდიდატი ამ შტატის ყველა ხმას იღებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული პირი, რომელიც შეერთებულ შტატებში დაიბადა, არის 35 წლის და ამერიკის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

👉იხილეთ აგრეთვე

📍ნათელაშვილი: ტრამპი კაგებეშნიკი პუტინის გეოპოლიტიკური ლობისტია

📍აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი იგებს