მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: ჩინეთმა პანდემიის გამო უნდა გადაიხადოს

ამერიკის პრეზიდენტმა აშშ-ში შეზღუდვების მოხსნის გეგმა დააანონსა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთმა მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო უნდა გადაიხადოს. მის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„მინდა, რომ ჩვენმა ხალხმა კარგად ცხოვრება შეძლოს, რადგან მათი ბრალი არ არის, რომ ჩინეთმა პანდემია გამოიწვია, ეს ჩინეთის ბრალია. მათ ამისათვის უნდა გადაიხადოს და იქნებ გადაიხადონ კიდეც“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკელთა თითქმის 80% მიიჩნევს, რომ მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება უჰანში ჩინეთის მთავრობის დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ამერიკა პირველ ადგილზე რჩება. დადასტურებულია ინფიიცრების 4,7 მლნ-ზე მეტი ფაქტი და გარდაცვლილია 156 000-ზე მეტი პაციენტი.

ცნობისთვის, კოვიდინფექციის აფეთქება ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ვირუსი აქამდე უცნობი შტამით არის გამოწვეული. ინფექციამ 213-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია.

მიმდინარე წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.