მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ

ამერიკის პრეზიდენტი

„დღეს ვტოვებ სამედიცინო ცენტრს. თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მოსახლეობას კოვიდინფექციის არ უნდა შეეშინდეს.

„დღეს ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრს დავტოვებ. კოვიდის არ შეგეშინდეთ. ნუ მისცემთ მას თქვენს ცხოვრებაში დომინირების უფლებას. თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ ვგრძნობდი“, - წერს ტრამპი.

ინფორმაციისთვის, 2 ოქტომბერს ტრამპსა და მის მეუღლეს კოვიდ-19 დაუდასტურდათ.