მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპმა მაიკლ ფლინი შეიწყალა

ტრამპმა მაიკლ ფლინი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან უშიშროების საკითხებში ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი შეიწყალა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

„ჩემთვის დიდი პატივია გენერალ მაიკლ ფლინის სრული შეწყალების შესახებ განვაცხადო. მას და მის ოჯახს ვულოცავ და ვიცი, რომ ახლა მათ ფანტასტიური მადლიერების დღე ექნებათ“- დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.

მანამდე აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ფლინის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა, ვინაიდან პროკურატურამ მას ყალბი ჩვენების მიცემაში ბრალი მოუხსნა. მაიკლ ფლინის საქმე იყო აშშ-ის სპეცროკურორის რობერტ მიულერის მიერ წარმოებული გამოძიების ნაწილი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

2017 წელს პროკურატურამ ფლინი დაკითხა იმასთან დაკავშირებით, განიხილა თუ არა მან რუსეთის მაშინდელ ელჩთან აშშ-ის შესაძლო სანქციების საკითხი. ფლინმა იცრუა - მან განაცხადა, რომ არ განუხილავს ეს საკითხი. მოგვიანებით კი ფლინმა პროკურორ მიულერთან გარიგება გააფორმა. მან ბრალი აღიარა და რუსეთთან ტრამპის გარემოცვის შესახებ ჩვენების მიცემას დათანხმდა.