მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცოფიანი ძაღლი კარს მოგვადგა“ - უკრაინის შს მინისტრი

ავაკოვი აგრესიაზე

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ვეტერანები და რეზერვისტები მობილიზაციისთვის მზად უნდა იყვნენ. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა „ფეისბუქში“ დაწერა.

„ცოფიანი ძაღლი ისევ კარს მოგვადგა. პუტინის რეჟიმი უკრაინის საზღვართან კვლავაც ძალებს აგროვებს და ახალი აგრესიით გვემუქრება. ჩვენ მიწაზე ვართ და ის უნდა დავიცვათ“ - განაცხადა ავაკოვმა.

მისი თქმით, 2014 წელსაც საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინის რეგულარული არმია, პატრიოტი ვეტერანები, შსს და რეზერვისტები გამოვიდნენ. თუ ეს საჭირო იქნება, ეს ხალხი ისევ დადგება ქვეყნის დასაცავად“ - წერს არსენ ავაკოვი.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის გამო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაჭრილები და დაღუპულები. პარალელურად რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია მოახდინა.