არსებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 1 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.
გასულ 24 საათში თურქეთში COVID 19-ით ინფიცირებული 71 პაციენტი გარდაიცვალა, 1 232 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთში ჯამში რეგისტრირებულია კორონავირუსის 312 966 შემთხვევა, გარდაიცვალა 7 929 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 274 514 პაციენტი.
ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.