მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კორონავირუსის 1 721 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კორონა თურქეთში

თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 721 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც ქვეყანაში შემთხვევების რიცხვი 309 790-მდ გაიზარდა. ამავე პერიოდში კორონავირუსის დიაგნოზით ქვეყანაში 74 ადამიანი გარდაიცვალა.

გაიზარდა გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვიც. კორონავირუსისგან კიდევ 1 241 ადამიანი განიკურნა.

თურქეთში კორონავირუსისგან ჯამში 271 964 პაციენტია გამოჯანმრთელებული. გარდაცვლილია 7 785 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის მთავრობამ განცხადება 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა.

მიმდინარე წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.