მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კორონავირუსის გამო ახალი შეზღუდვები წესდება

თურქეთსი კომენდაატი წესდება

თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნითც ახალი შეზღუდვები და შაბათ-კვირას კომენდანტის საათი წესდება. - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მიიღო.

როგორც ქვეყნის მთავარმა პირმა აღნიშნა, „კომენდანტის საათი” ქვეყანაში მხოლოდ შაბათ-კვირას ამოქმედდება და მოსახლეობას ქუჩაში გასვლის უფლება დილის 10:00-დან 20:00-მდე ექნება, რათა არ მოხდეს მიწოდებისა და წარმოების შეფერხება.

„20 წლამდე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა მხოლოდ 10:00-დან 16:00-მდე შეეძლებათ. გარდა იმ პირებისა, ვინც სამუშაოდ უნდა წავიდეს. მათ მთელი კვირის განმავლობაში დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე შეუძლიათ სახლიდან გასვლა.

კინოთეატრები თურქეთში წლის ბოლომდე დაიხურება, სავაჭრო ცენტრები, ბაზრები, რესტორნები და სალონები მთელი კვირის განმავლობაში დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. განათლება ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება წლის ბოლომდე და ყველა სპორტული შეჯიბრი აუდიტორიის გარეშე გაგრძელდება“. - განაცხადა ერდოღანმა.

👉ინფორმაციისთვის, თურქეთში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატებს. თურქეთში სულ 11 704 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსის გამო, ხოლო 359 063 ადამიანი გამოჯანმრთელდა ამ დაავადებით. ამჟამად ქვეყანაში დადასტურებულია 421 413 შემთხვევა.

👉კვირის დასაწყისში ზოგიერთ პროვინციაში, მათ შორის დედაქალაქ ანკარასა და სტამბოლში, ხანდაზმულთა ნაწილობრივი იზოლაცია შემოიღეს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე გადაადგილება აეკრძალათ.

👉გასულ კვირას, თურქეთმა კორონავირუსის გამო საჯარო ადგილებში მოწევა აკრძალა.