მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრადლებით 337 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს თურქეთში

თურქეთში 2016 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფარგლებში 337 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. საერთო ჯამში პროცესი  475 პირზე გაიმართა. ამის შესახებ aljazeera იუწყება.  გარდა ამისა, ანკარის სასამართლომ 75 ადამიანი  უდანაშაულოდ ცნო. 

საერთო ჯამში სამხედრო გადატრიალების საქმის ფარგლებში თურქეთში 55 ათასი ადამიანია დაკავებული. გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, 2016 წლის 16 ივლისს ღამით თურქეთში სამხედროების ნაწილმა სახელმწიფო გადატრიალება სცადა. მაშინ სხვადასხვა ინფორმაციით, 300-მდე ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების ლიდერად აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულაჰ გიულენს ასახელებენ. თავად გიულენი ამ ბრალდებებს უარყოფს.