ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაკვირვებული დარჩა ანკარაში მომხდარი ინციდენტით, რომლის დროსაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ოფიციალური შეხვედრის დროს სკამი არ გამოუყვეს.
ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
განცხადება ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლაპარაკებები პრეზიდენტ ერდოღანთან გამართეს, თუმცა ოთახში მხოლოდ 2 სკამი იყო მომზადებული რომელიც კაცებმა დაიკავეს.
უხერხული სცენა ერდოღანთან სამსაათიანი შეხვედრის დაწყებამდე სამშაბათს გაიმართა, სადაც ევროკავშირის ლიდერების ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ქალთა უფლებები გენდერული ძალადობის შესახებ კონვენციიდან თურქეთის გამოსვლის ფონზე.
უხერხული სიტუაციის მიუხედავად, ევროკომისიის პრეზიდენტმა კითხვების დასმას თავი აარიდა და დივანზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირისპირ დაჯდა.
„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.
თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გირჩის“ წევრის ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს კრიზისის დასრულებისთვის და თუ „ნაციონალური მოძარობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ამნისტიით ციხიდან გამოსვლა არ სურს, საპატიმროში დარჩეს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.
„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.