მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Twitter-ის დამფუძნებელმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის $1 მლრდ გამოყო

ტვიტერის დამფუძნებელი

Twitter– ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად $1 მლრდ გამოყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც პანდემია გადაივლის, დარჩენილი თანხები გოგონების განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ იქნება მიმართული.

ცნობისთვის, ეს არის ყველაზე დიდი მოცულობის დახმარება, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის განხორციელდა.

კორონავირუსი მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 1,4 მლნ-ზე მეტი, ხოლო გარდაცვლილია 82 000-ზე მეტი ადამიანი.