მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინამ ოდესიდან რუსეთის კონსული გააძევა

უკრაინამ რუსეთის კონსული გააძევა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში რუსეთის კონსული არასასურველ პირად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვების განკარგულება გასცა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

კონსულმა უკრაინის ტერიტორია 30 აპრილამდე უნდა დატოვოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს იყო პასუხი მოსკოვიდან უკრაინის კონსულის გაძევებაზე. ის რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციამ «persona non grata»-დ გამოაცხადა.

უკრიანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს უკრაინის დიპლომატის საქმიანობა მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი იყო. ამ ტერმინს დიპლომატიურ წრეებში იმ ადამიანებთან დაკავშირებით იყენებენ, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობას აწარმოებს.

კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს ქმედება ვენის 1961 და 1963 წლის დიპლომატიური ურთიერთობების და საკონსულო ურთიერთობების შესახებ კონვენციებს უხეშად არღვევს.

იხილეთ ასევე:

🔅 პუტინი და ზელენსკი დონბასის საკითხს ვერ განიხილავენ - პესკოვი