მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე რეალურად მიაჩნია - გამოკითხვა

უკრაინაში სოც. კვლევა

რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე უკრაინაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს (45%-ს) რეალურად მიაჩნია. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

გამოკითხვა უკრაინის მომავლის ინსტიტუტმა (UIF) და ორგანიზაცია „ნიუ იმიჯ მარკეტინგ გრუპმა“ ჩაატარა.

ამასთანავე, გამოკითხულთა თითქმის მესამედს მიაჩნია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის შეყვანის შემთხვევაში მოსალოდნელია ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტი, რომელშიც რუსეთის ფედერაცია დამარცხდება.

ამასთანავე, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში გამოკითხულთა უმეტესობას ასევე მიაჩნია, რომ კონფლიქტი ხანგრძლივი იქნება, მაგრამ მის შედეგად უკრაინა დამარცხდება.

გამოკითხულთა უმრავლესობას (51%) მიაჩნია, რომ უკრაინამ საზღვარი უნდა გაამაგროს და სრული მობილიზაცია გამოაცხადოს. 48% დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედი აქვს. 38%-ს კი მიაჩნია, რომ გამოსავალი კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაჭრაა.

რაც შეეხება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, 42%-ს მიაჩნია, რომ ის ეფექტიანია, მაგრამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არასაკმარისი. გამოკითხულთა მხოლოდ 7% დონეცკის და ლუგანსკის "რესპუბლიკებისთვის" ავტონომიის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ზელენსკიმ პუტინი შანტაჟში დაადანაშაულა და მასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა