მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47 ათასს აღემატება

უკრაინის დროშა

კოვიდინფიცირების 876 ახალი შემთხვევა 27 გარდაცვლილი. ასეთია ბოლო 24 საათის მონაცემები უკრაინაში.

Unian-ის ინფორმაციით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 46763-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1212-ს შეადგენს. რაც შეეხება განკურნებულებს, უკრაინაში კორონავირუსისგან 20 ათასზე მეტი პაციენტი განიკურნა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.