მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის ვადა გახანგრძლივდა

უკრაინა კორონავირუსი

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

როგორც უკრაინის მთავრობაში განმარტავენ, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას უკავშირდება.

ცნობისთვის, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა პირველად 25 მარტს დაწესდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კოვიდინფიცირების 6 677 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

🔊 COVID-19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.