მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება - Aljazeera

ვაქცინაციის ტურიზმი

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ტელეკომპანიას სერბეთის მაგალითი მოჰყავს, სადაც ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნების მოსახლეობას უფასო ვაქცინაცია შესთავაზა, ამის გამო იქ ბოსნიიდან, მაკედონიიდან, ალბანეთიდან, მონტენეგროდან და სხვა ქვეყნებიდან ათასობით ადამიანი ჩავიდა.

ტელეკომპანიის ანალიტიკოსები ვაქცინაციის ტურიზმს ვაქცინის არასამართლიან განაწილებას უკავშირებენ, როდესაც ზოგიერთმა ქვეყანამ მილიონობით დოზა მიიღო, სხვები კი პრაქტიკულად უვაქცინოდ დარჩნენ. შესაბამისად, ქვეყნები, სადაც ვაქცინების ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა, ვიზიტორებს ვაქცინაციის ტურები შესთავაზეს.

ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ევროპის ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ასე, მაგალითად ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, ბელგიაში მოსახლეობის მხოლოდ 5 %-ია ვაქცინირებული, ანალოგიური მდგომარეობაა ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებშიც.

Aljazeera-ს ინფორმაციით, ვაქცინირებულ პირს უფრო მეტ ქვეყანაში ჩასვლა და ნაკლები პროცედურის გავლა სჭირდება. თუმცა ე.წ. კოვიდ პასპორტზე“ ჯერჯერობით კონკრეტული საუბარი არ მიდის, რადგანაც იმ პირთა რაოდენობა, ვინც უკვე აიცრა, არავაქცინირებულ ადამიანებზე ბევრად ნაკლებია.