მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიეტნამში სტიქია მძვინვარებს - წყალდიდობას 90 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ძლიერი წყალდიდობა ვიეტნამში

ვიეტნამის ცენტრალურ რაიონებში მომხდარ წყალდიდობას და მეწყერებს 90 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 34 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ეროვნული კომიტეტი იუწყება. ინფორმაციას iz.ru ავრცელებს.

სტიქიამ 122 ათასი სახლი დაანგრია და დატბორა. წყალმა 107 ათასი ჰექტრის ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაფარა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გზები.

2019 წელს წყალდიდობის შედეგად ვიეტნამში 132 ადამაინი დაიღუპა, ხოლო მატერიალურმა ზარალმა 302 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.