მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების გაგრძელების რეკომენდაციას ავრცელებს

ჯანმოს განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების გაგრძელების რეკომენდაციას ავრცელებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინაციით მიღებული დადებითი შედეგი რისკზე უფრო დიდია. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

WHO-ს ევროპულმა დირექტორმა ჰანგ კლიუგემ ეს მას შემდეგ განაცხადა, რომ ათზე მეტმა ევროპულმა ქვეყანამ ვაქცინაცია შეაჩერა, ვინაიდან სისხლის შედედებისა და სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

„ამ დროისთვის ჩვენ არ ვიცით იყო თუ არა ეს შემთხვევები ვაქცინაციით გამოწვეული, თუ საქმე გვაქვს რაიმე სხვა ფაქტორების ზემოქმედებაზე. თუმცა, ამჟამად AstraZeneca-ს ვაქცინის დადებითი მხარეები რისკებს აღემატება“ - განაცხადა კლიუგემ.

ევროპის წამლების სააგენტომ ანალოგიური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია, ხოლო თრომბების გაჩენის ფაქტები შესწავლილი იქნება.