მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზახაროვა ბაიდენს პასუხობს

ზახაროვა ბაიდენს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჯოზეფ ბაიდენის განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ “აშშ  თავად უნდა გაერკვეს თუ რა ხდება მათთან“.  ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 

ბაიდენმა კერძოდ განაცხადა, რომ პუტინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო „აუცილებლად აგებს პასუხს“. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა.

ბაიდენის ამ განცხადების შემდეგ რუსეთმა აშშ-და ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია, რათა „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დღევანდელი კონტექსტი შეისწავლონ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მას სურს "ვაშინგტონთან ურთიერთობების შეუჩერებელი დეგრადაცია არ დაუშვას.“.