მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი: ლუცკში სიტუაციის მსხვერპლის გარეშე დასრულებისთვის ყველაფერი კეთდება

უკრაინის პრეზიდენტი 2020

„იმისთვის, რომ ლუცკში სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდეს, ყველაფერი კეთდება“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული პირის მიერ ქალაქ ლუცკში ავტობუსის მგზავრების მძევლად აყვანას.

ზელენსკის თქმით, ოპერაცია „მძევალი“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„ლუცკიდან საგანგაშო ინფორმაციაა. 09:25 საათზე უცნობმა პირმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ავტობუსში მყოფი ყველა პირი მძევლად აიყვანა. იმისთვის, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდეს, ყველაფერს ვაკეთებთ“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შეიარაღებულმა პირმა უკრაინაში ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა.