მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი პუტინთან შეხვედრისთვის ვატიკანს იდეალურ ადგილს უწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი 2020

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვატიკანი იდეალური ადგილი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის.

ზელენსკი თვლის, რომ ვატიკანი შესაძლოა, ის ადგილი იყოს, სადაც კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

„ვატიკანი ნამდვილად იდეალური ადგილია მშვიდობის შესახებ დიალოგისთვის. წმინდა საყდარი არის მორალური ავტორიტეტი, რომელიც ყოველთვის ეფექტურად ასრულებს შუამავლის როლს, რადგან ის მიუკერძოებელია და კონფლიქტის ყველა მხარის ნდობას აღძრავს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, ვატიკანი განსხვავდება სხვა გლობალური მოთამაშეებისგან.

ინფორმაციისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგას აღმოსავლეთ უკრაინის, დონბასის ვითარების გამო შეხვედრა შესთავაზა, რაზედაც პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.

კიევმა მოსკოვი ომისთვის მზადებაში დაადანაშაულა, დასავლეთის ქვეყნები კი რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებენ.